ალკოჰოლი და თამბაქო ორსულობის დროს


ალკოჰოლი და თამბაქო ორსულობის დროს
ადამიანისთვის ასეთია ემბრიონული განვითარების მთელი პერიოდი და სიცოცხლის პირველი სამი თვე. ზრდასრულ ასაკში კი უფრო მნიშვნელოვან ფაქტორებად მიიჩნევენ კვებას, ვირუსულ ინფექციებს, თამბაქოსა და ალკოჰოლის მიღებას, განსაკუთრებით - ორსულობისას, დედის სტრესულ მდგომარეობას და სხვა. პირველი დაავადება, რომელიც ეპიგენეტიკურ დონეზე შეისწავლეს, სიმსივნე იყო. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ბიოლოგებმა დაადგინეს, რომ სიმსივნურ უჯრედებში "გამორთული" იყო სიმსივნის სუპრესორთა გენები. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ამ კვლევებში ის გახლდათ, რომ ეპიგენეტიკურ ცვლილებებს შექცევადი ხასიათი აქვს. ამიტომ მეცნიერები ცდილობენ შექმნან ისეთი მედიკამენტები, რომლებიც გააკონტროლებენ ეპიგენეტიკურ კოდს. აშშ-ში ერთი ასეთი პრეპარატი უკვე რეკომენდებულია პრელეიკემიის სამკურნალოდ. ისეთ ჩვეულებრივ პროდუქტს, როგორიცაა მწვანე ჩაი, შეუძლია დათრგუნოს ან სრულიად შეაჩეროს სიმსივნური პროცესები გენთა განსაზღვრული ჯგუფის "გამორთვის" ან ინჰიბირების ხარჯზე. ამ ჩაის ყოველდღიური მიღება საშუალო ზომის ფინჯნით სიმსივნის რისკს 50-70%-ით ამცირებს. თურმე ჩაიში შემავალი ნივთიერება უშუალოდ უკავშირდება დნმ-ს, თრგუნავს მწყობრიდან გამოსული გენების მოქმედებას და ააქტიურებს სხვა გენებს. სიმსივნის კილერებს შეიცავს ნიორიც. კვლევები ონკოლოგიაში მხოლოდ დასაწყისია; ჩვენ შეგვიძლია დავადგინოთ, რით არის გამოწვეული აუტიზმი, შიზოფრენია, რატომ არიან უფრო მეტად მიდრეკილნი ეპიგენეტიკური დაავადებების მიმართ ის ბავშვები, რომლებიც ექსტრაკორპორალური (ანუ ინ ვიტრო) განაყოფიერების გზით დაიბადნენ. სიმსივნეები, დაბერება, იმუნიტეტის დარღვევები, ნერვულ-ფსიქიკური აშლილობანი - აი მცირე ჩამონათვალი იმ დაავადებებისა, რომელთა წარმოშობის მიზეზს უახლოეს მომავალში გავარკვევთ. დიდი ხანია ცნობილია, რომ საკვები, რომელიც დიდი რაოდენობით შეიცავს პესტიციდებს, კონსერვანტებს და საღებავებს, მავნეა. ნიუ-ჯერსის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ინსექტიციდი დდტ (ნივთიერება, რომელიც მწერების საწინააღმდეგოდ გამოიყენება) მხოლოდ სასქესო უჯრედებში კი არ იწვევს მუტაციებს, არამედ ჩვენს ეპიგენომზეც მოქმედებს, ეპიგენომური ცვლილებები კი უფრო საშიშია, ვიდრე გენომური, რადგან სასქესო უჯრედების დნმ-ში მომხდარი მუტაცია შთამომავლობას არ გადაეცემა, დეფექტური ემბრიონი განვითარების ემბრიონულ პერიოდშივე დაიღუპება, ეპიგენომური დარღვევები კი განსაზღვრულ დრომდე "ჩუმად" იქნება, მერე კი, ბავშვობის ან სულაც ზრდასრულ ასაკში, თავს იჩენს. რატომ არის მსოფლიოში ესოდენ აქტუალური სიმსუქნე? ერთ-ერთი ჰიპოთეზის თანახმად, ამის მიზეზია დედის გაძლიერებული და გადაჭარბებული კვება ორსულობამდე და ორსულობის დროს. კვების ასეთი სტილი შთამომავლობაში ეპიგენეტიკურ ცვლილებებს იწვევს. ეს ჰიპოთეზა ექსპერიმენტულად არის დადასტურებული: გადაჭარბებულ კვებაზე მყოფი თაგვები შობდნენ კიდევ უფრო ჭარბწონიან წრუწუნებს, რადგან ეს ნიშანი უკვე მათ ეპიგენომში იყო დაფიქსირებული. გამოთვლილია, რომ დღიურ კალორიათა 25%-ით შემცირება ააქტიურებს გენთა განსაზღვრულ ჯგუფს, რომელიც თითქმის ყველა მნიშვნელოვან პროცესშია ჩართული: უჯრედთა რეგენერაციაში, იმუნური სისტემის აქტივაციაში, ანთებითი პროცესების დათრგუნვაში და ა.შ. შვედმა მეცნიერებმა კი დაამტკიცეს, რომ ველოტრენაჟორზე 6-კვირიანი ვარჯიში ააქტიურებს 470 გენს, რომლებიც დაავადებისგან გვიცავენ. არსებობს ცნობები თამბაქოს გავლენის შესახებაც. მწეველი და არამწეველი ადამიანის ფილტვის ქსოვილის შესწავლამ ცხადყო, რომ მათ უჯრედებში გამართულად არ მუშაობს 500-მდე გენი. საბედნიეროდ, ამ გენთა უმრავლესობის მოქმედება შეიძლება გამოვასწოროთ, თუ სიგარეტის მოწევას თავს დავანებებთ, მაგრამ 120 გენი სიგარეტისთვის თავის დანებებიდან 10 წლის შემდეგაც კი გაუმართავი რჩება. გენთა მოქმედების მართვის შესაძლებლობა, რომელსაც ეპიგენეტიკა გვთავაზობს, იმედს გვაძლევს, რომ შეიქმნება დაავადებათა მკურნალობის სრულიად ახალი მეთოდები. თუ გვსურს, ჯანმრთელი გენები გვქონდეს და ჯანმრთელი შთამომავლობა გვყავდეს, უნდა შევასრულოთ 6 მოთხოვნა:
1. ყოველდღიური ფიზიკური დატვირთვა, რომელიც იქნება 30-წუთიანი სწრაფი სიარულის ეკვივალენტი;
2. 200 მგ ფოლიუმის მჟავას (B ვიტამინის) ყოველდღიური მიღება, განსაკუთრებით - ორსულებისა და მოხუცებისთვის, აგრეთვე - მათთვის, ვინც აქტიურ ფიზიკურ და გონებრივ მუშაობას ეწევა;
3. სიგარეტზე უარის თქმა; სასმელებიდან - მხოლოდ ერთი ჭიქა ღვინო; ანტიბიოტიკებისა და სხვა ძლიერმოქმედი პრეპარატების მიღება მხოლოდ აუცილებლობისას;
4. დაბალკალორიული საკვების მიღება; მეტი ხილი, ბოსტნეული, ცილოვანი საკვები;
5. სტრესისთვის, შეძლებისამებრ, თავის არიდება, ოჯახში თბილი და მოსიყვარულე გარემოს შექმნა;
6. ცხოვრება შეძლებისდაგვარად ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.
გახსოვდეთ, ჩვენ არ ვართ ჩვენი გენების ტყვეები, პირიქიტ ჩვენ "გილოცავთ თქვენ ლამაზი და ჯამრთელი ბავშვი შეგეძინათ”, ამ სიტყვების მოსმენა ყველა მშობლის ოცნებაა. ჯამრთელი ბავშვი ოჯახის სიხარული, ბედნიერება და იმედია. ამიტომ ბავშვის ჯამრთელობისთვის ზრუნვა ჯერ კიდევ მუცლად ყოფნის დროს ხდება.

სპეციალურად ჩატარებული გამოკვლევებით დადგინდა, რომ მკვდარშობადობის, განვითარების, თანდაყოლილი მანკის, ახალშობილობის და მოგვიანებითი პერიოდის მთელი რიგი დაავადებების მიზეზებს შორის დიდი ადგილი უკავია მუცლადყოფნის დროს ნორმალური განვითარების მოშლას.

ნაყოფის ნორმალური განვითარების დარღვევის მიზეზი მრავალია. რიგ შემთხვევებში მას იწვევს მავნე გარემო ფაქტორების უშუალო ზემოქმედება.

მათთვის ვინც დედობას აპირებს უნდა ესმოდეს, რას შეუძლია მოახდინოს უარყოფითი ზეგავლენა ნაყოფის განვითარებაზე და როგორ შეიძლება მათი თავიდან აცილება.

ნაყოფის ნირმალურ განვითარება მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული დედის არაჯანსაღი ცხოვრების წესზე. დედის მავნე ჩვევები განსაკუთრებული დრამატიზმით აისახება ნაყოფზე. ამ შემთხვევებში, ხშირად ვითარდება მუცლად ყოფნის პერიოდის ზრდა განვითარების შეფერხება. ამ შემთხვევაში იგულისხმება თმბაქოს მოწევა ნარკოტიკების და ალკოჰოლიანი სასმელების მიღება.

ალკოჰოლის მიღება იწვევს ბავშვის გონებრივი განვითარების შეფერხებას, როდესაც ფეხმძიმე ქალი სვავს - "ნაყოფიც სვავს”. ალკიჰოლი განსაკუთრებით საზიანოდ მოქმედებს ნაყოფზე განვითარების პროცესში. ის შეუქცევადად აზიანებს ბავშვის ნერვულ სისტემას. ნეირონები სათანადოდ არ ყალიბდება, ზოგი უჯრედი კვდება, ზოგი კი სხვა ადგილას ვითარდება. იმის უმთავრესი მიზეზი, რომ გონებადაქვეითებული ბავშვები იბადებიან არის ალკოჰოლური სინდრომი. ისინი გონებრივად განუვითარებლები არიან, კარგად ვერ ლაპარაკობენ, ასაკის შესაბამისად არ ვითარდებიან, ნელა იზრდებიან და აღენიშნებათ სმენისა და მხედველობის დარღვევა. ბევრი ბავშვი სახის დეფექტებითაც იბადება, ალკოჰოლურ ნივთიერებათა ფართო სპექტრი აზიანებს ძირითადად ნაყოფის ძვალ-სახსროვან სისტემას და საბოლოო ჯამში გამოიხატება მკვდარშობადობით, ნაყოფის განვითარების შეფერხებით, ნაადრევი მშობიარობით.

გარდა ამისა, ბავშვებს, რომელთა დედებიც ორსულობის პერიოდში სვავენ. თუნდაც ზომიერად, შეიძლება დაქვეითებული უნარი ჰქონდეთ, აგრეთვე პრობლემები ქცევასა და სწავლაში. მაშასადამე გონივრულია, რომ ფეხმძიმე ქალებმა ან მათ, რომლებიც აპირებენ ბავშვის გაჩენას, საერთოდ არ მიიღონ არანაირი ალკოჰოლი

ნივთიერებებს შორის, რომლებიც ნაყოფის ნორმალურ ზრდა-განვითარებას აფერხებენ, ერთ-ერთი წამყვანი ადგილი თამბაქოს ბოლში შემავალ ტოქსინებს უკავიათ. შემჩნეულია რომ თამბაქოს მწეველ ქალებში ხშირია ნაადრევი მშობიარობა, ამიტომ ორსულმა თავი უნდა შეიკავოს სიგარეტის მოწევისგან.

ორსულობისას სიგარეტის მოწევა 20-30 პროცენტში იწვევს ნორმაზე ნაკლები წონის ბავშვების დაბადებას, 14 პროცენტში ნაადრევ მშობიარობას და დაახლოებით 10 პროცენტში ჩვილ ბავშვთა სიკვდილიანობას.

ორსული ქალის თამბაქოს წევასთანაა დაკავშირებული მათ შთამომავლობაში ავთვისებიანი სიმსივნეები (თავის ტვინის სიმსივნისა და ლეიკემიის) განვითარების გაზრდილი რისკი.

ორსულობის პერიოდში სიგარეტის მოწევა ზრდის საშვილოსნოს შიდა ზრდა-განვითარების შეფერხების რისკს. მწეველებში აგრეთვე მატულობს ფეტალური სიკვდილიანობის რისკი.

ძვირფასო მანდილოსნებო თუ ბავშვის გაჩენას აპირებთ გაითვალისწინეთ ზემოთ აღნიშნული რჩევები, რათა თქვენც გახდეთ ჯადოსნური სიტყვების მომსმენიშენ ჯამრთელი და ლამაზი შვილი სეგეძინათ.
წყაროhttp://www.med.ge/index.php?a=content&pid=758&id=1436&L=geo
ვიდეოhttp://video.myhit.ge/index.php?PHPSESSID=47ubin6lsfc4h77kj08je36lk669nato&v=5vm4eKQqQWMhVvrGA0fpqCVeU

No comments:

Post a Comment