ალკოჰოლის მკურნალობა



ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობის ნოვატორული მეთოდი
ამერიკელმა მეცნიერებმა მოგვაწოდეს ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობის ნოვატორული მეთოდი. მათი მონაცემებით, ტვინის განსაზღვრულ უბანში ერთ-ერთი ცილის კონცენტრაციის მომატება იცავს ვირთხებს ალკოჰოლზე გაზრდილი მოთხოვნილებისაგან და ამცირებს ცხოველებში ალკოჰოლიზმის რეციდივის ალბათობას. ექსპერიმენტული თერაპია არანაირად არ აისახება სხვა ქცევით რეაქციებზე: მაგ. ალკოჰოლიზმისაგან გათავისუფლებულ ვირთხებში შენახული იქნა ტკბილი საკვებისადმი სწრაფვა.
ვირთხებში ალკოჰოლური დამოკიდებულების მკურნალობისათვის ერნესტ გალოს კლინიკის კვლევითი ცენტრის (სან-ფრანცისკო, კალიფორნია) თანამშრომლები იყენებდნენ ცილას, სახელწოდებით GDNF (გლიური უჯრედების ნეიტროფილური ფაქტორი). ადრინდელ კვლევებში დასაბუთებული იქნა, რომ შუა ტვინის ვენტრალურ-ტეგმენტურ ზონაში ამ ნივთიერებების მაღალი კონცენტრაციების არსებობა დაკავშირებულია ალკოჰოლის შემცირებულ მოხმარებასთან.
 ექსპერიმენტების ახალ სერიაში ალკოჰოლიზმით დაავადებული ვირთხების ტვინში პირდაპირი ინექციების გზით შეყავდათ GDNF. მკვლევარების მონაცემებით, მღრღნელები, რომლებსაც ორი თვის განმავლობაში საშუალება ქონდათ, თავისუფლად დაელიათ სპირტიანი სასმელი, ინექციის გაკეთებისთანავე კარგავდნენ ყოველგვარ ინტერესს ალკოჰოლისადმი. ეს დადებითი ეფექტი ნარჩუნდებოდა მინიმუმ სამი საათის განმალობაში.
მეორე ექსპერიმენტში იყენებდნენ ვირთხებს, რომლებიც ჯერ მიაჩვიეს სპირტიან სასმელს და შემდეგ ხანგრძლივად მოაშორეს მას. ჩვეულებრივ პირობებში, ასეთი ცხოველები, ალკოჰოლიზმით დაავადებული ხალხის მსგავსად, როგორც კი მიეცემათ ამის საშუალება, მაშინვე იწყებენ იგივე ოდენობით ალკოჰოლის მოხმარებას. GDNF-ის ტვინშიდა ინექციების შემდეგ მოხდა ცხოველების ალკოჰოლიზმისაგან განკურნება.
 მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ექსპერიმენტული მკურნალობა არ აისახა ვირთხების ქცევით რეაქციებზე. მაგ. ტვინში GDNF-ის შეყვანის შემდეგ ვირთხები, რომლებსაც ალკოჰოლური სასმელის ნაცვლად აძლევდნენ დამტკბარ წყალს, არ კარგავდნენ შაქრისადმი მოთხოვნილებას და აგრძელებდნენ მის მოხმარებას იგივე რაოდენობით.
 ადამიანებში ალკოჰოლიზმის მკურნალობის დროს მეცნიერებს მოუწევთ უარის თქმა ტვინში მედიკამენტის ინექციებზე. აუცილებელი გახდება ორგანიზმში შეღწევის ალტერნატიული გზების მოძიება. ამის შესაძლებლობა არსებობს - უკვე დამუშავების სტადიაშია პარკინსონიზმის სამკურნალოდ გამიზნული პრეპარატები აბების ფორმით, რომლებიც იწვევენ GDNF-ის დონის მომატებას.
წყაროhttp://www.medportal.ge/pg2.php?Id=2070&act=newsarch&catId=49&act2=full




No comments:

Post a Comment